walnut orchard

როდის შემიძლია კაკლის ხეების დარგვა?

კაკლის ნერგების დარგვა შესაძლებელია ნოემბრიდან მომდევნო წლის აპრილის ჩათვლით. ამ თვეების განმავლობაში ხე იმყოფება ძილის მდგომარეობაში (ზამთრის ძილი)


კაკლის ხის რომელი ჯიში ავირჩიო?

კაკლის ხის შესაბამისი ჯიში თქვენი მიწის ნაკვეთის კლიმატისა და სიმაღლის (ზღვის დონიდან) მიხედვით უნდა აირჩიოთ.

  • ჩანდლერი საუკეთესო სახეობაა მოსავლიანობისა და ნიგოზის ხარისხის მხრივ. ამასთან იგი ჩვენი ყველაზე პოპულარული ჯიშია. ჩანდლერის დასარგავად აუცილებელია, რომ თქვენი ნაკვეთი მდებარეობდეს ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ან დაბლა. რეკომენდებულია მისი დარგვა დამამტვერიანებელ სახეობასთან, ფრანკეტთან, ერთად
  • ფერნორისიცივის კარგად ამტანი სახეობაა, რომელსაც მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს. მისი დარგვა შესაძლებელია 1200 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე მიწის ნაკვეთებზე. ნაყოფი მაღალი ხარისხისაა, კაკლის გული კი თავისი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. რეკომენდებულია მისი დარგვა დამამტვერიანებელ სახეობასთან, ფერნეტთან, ერთად

რამდენის ხის დარგვა შემიძლია ჩემს ნაკვეთზე?

ერთ ჰექტარზე 280 ნერგის დარგვაა შესაძლებელი. ხეებს შორის მანძილი მინიმუმ 5 მეტრი უნდა იყოს; ამასთან, რიგებს შორის დაშორება - მინიმუმ 6 მეტრი.

როგორ დავრგოთ და მოვუაროთ კაკლის ნერგებს

მოამზადეთ მიწის ნაკვეთი და ნიადაგი

თქვენი ნერგების ჩამოსვლამდე საჭიროა, მოამზადოთ მიწის ნაკვეთი.

  • საჭიროა მიწის ნაკვეთის მოხვნა ტრაქტორით. ხვნა ნიადაგში ჰაერის შეღწევას უწყობს ხელს და ზრდის ნიადაგის მიერ წყლის შეკავების უნარს. გარდა ამისა, ხვნა შლის ნიადაგის გამყარებულ ფენას და აფხვიერებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხვნა გზას უხსნის ფესვებს მყარად გაზრდისთვის.
  • მონიშნეთ ადგილები, სადაც ნერგების დარგვას აპირებთ. სარგავი ორმოს სიღრმეც და სიგანეც დაახლოებით 60 სმ-ის უნდა იყოს. არ გაფანტოთ მიწა, რომელიც ორმოს გაკეთებისას ამოიღეთ, არამედ მოათავსეთ იგი კოხტად ორმოს გვერდზე. ამ მიწას მოგვიანებით ფესვების დასაფარად გამოიყენებთ
  • შეიძინეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა თქვენი ნაკვეთისთვის. ამით ნიადაგში წყლის სტაბილურ დონეს შეინარჩუნებთ და ნიადაგის სასუქით გამდიდრებისას გამოიყენებთ
  • შემოღობეთ თქვენი ნაკვეთი, რათა გარეული და შინაური ცხოველებისგან დაიცვათ თქვენი ნერგები

ხეების დარგვა

  • ნერგის მიწაში მოთავსებამდე მოაჭერით მას დაზიანებული ან სიგრძეზე უხეშად გაზრდილი ფესვები.
  • მოათავსეთ ნერგი ამოთხრილი ორმოს ცენტრში და ნელა ჩააბრუნეთ ამოღებული ნიადაგი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მყნობის ადგილი მიწის ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე დარჩეს. მას შემდეგ რაც ფესვებს საგულდაგულოდ დაფარავთ ნიადაგით, დატკეპნეთ ღეროს ირგვლივ მიწა ნაზად ხელით ან ფეხებით. დარწმუნდით, რომ ნერგი მყარად დგას მიწაში. ხელით მოქაჩვაზე ნიადაგიდან მარტივად ამოღება არ უნდა იყოს შესაძლებელი
  • მას შემდეგ რაც მოვრჩებით დარგვას, საჭიროა ნერგების ზედა ნაწილის საგულდაგულოდ გასხვლა. ნიადაგის ზედაპირიდან 60 სმ-ის ზემოთ ნერგების ზედა ნაწილი მთლიანად უნდა მოიჭრას. ამით ნერგი სასიცოცხლო ენერგიას, ფოთლების წარმოების ნაცვლად, ფესვების ზრდისკენ მიმართავს
  • მორწყეთ ნარგავი. ამით ნერგებს ახალ ნიადაგში აკლიმატიზაციას გაუმარტივებთ.
  • შეღებეთ ღეროები თეთრი საღებავით (უმჯობესია ლატექსის საღებავი). ამით მათ მზით დამწვრობისგან დაიცავთ. დარწმუნდით, რომ იყენებთ წყალზე, და არა ზეთზე, დამზადებულ საღებავებს
  • უყურეთ ამ ვიდეოს, რომელიც გასწავლით როგორ დავრგოთ კაკლის ნერგები

ნერგების მოვლა

ნერგები დარგულია და თქვენი ხეხილიც გაშენებულია. გილოცავთ! თუმცა აქ ყველაფერი არ მთავრდება. მომდევნო წლების განმავლობაში საჭიროა, საგულდაგულოდ მოუაროთ ნერგებს, რათა ისინი ძლიერ და ჯანსაღ ხეებად ჩამოყალიბდნენ. საბოლოოდ კი, კარგი მოვლის შედეგად გაიზრდება თქვენი მოსავალიც. ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები ყოველ წელს უნდა მიიღოთ, რათა ნერგებს ყურადღება და მოვლა არ მოაკლოთ

  • ზაფხულის ცხელი თვეების განმავლობაში კარგად მორწყეთ ნარგავები. ჩვენი რეკომენდაციაა წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენება. ამინდის მდგომარეობის მიხედვით, თითოეულ ახალგაზრდა ნერგს, ზაფხულის ცხელი თვეების განმავლობაში, ყოველ დღე 15 ლიტრამდე წყალი სჭირდება.
  • გამოიყენეთ სასუქები, რომელიც შეიცავენ აზოტს, კალიუმსა და ფოსფორს, რათა ხელი შეუწყოთ ნერგების ზრდას. შედარებით ახალგაზრდა ხეებისთვის აზოტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კაკლის ახალგაზრდა ნერგს პირველი სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 გრამამდე აზოტი სჭირდება. მას შემდეგ რაც ნერგები მიაღწევენ 4 წელს და დაიწყებენ ნაყოფის გამოსხმას, აზოტის რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
  • პერიოდულად დაამუშავეთ ნერგები პესტიციდებით. ამით მათ მწერების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავთ.
  • ნერგების ძირში გაზრდილი სარეველა ბალახები მუდივად მოაშორეთ. სარეველა ბალახი კაკლის ნერგებისგან წყლის რესურსს იტაცებს.
  • აუცილებელია ნერგების გასხვლა დარგვიდან მესამე და მეხუთე წელს. გასხვლის შესახებ დეტალურ ინსტრუქციებს ჩვენ მოგაწოდებთ.

როგორ შევუკვეთოთ კაკლის ნერგები?

მიყევით ამ ინსტრუქციას ჩვენი მეურნეობიდან ნერგების შესაძენად. ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს ყველა ქვეყანაში და ნერგების მოტანა ხდება თქვენს მისამართამდე.

  1. ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტა მისამართზე info@waltreeturkey.com
  2. თქვენი სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ჩვენს სასათბურე მეურნეობას და დაათვალიეროთ ჩვენი ნერგები და საწყობები.
  3. მოგვწერეთ თქვენი შეკვეთის დეტალები: რამდენი ნერგის შეძენა გსურთ, ნერგების ზომები და თქვენი მისამართი.
  4. გადაიხადეთ ნერგებისა და ტრანსპორტირების ღირებულება. გადახდა ხორციელდება საბანკო გადარიცხვით.
  5. ჩვენ უზრუნველყოფთ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას (ინვოისი, ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, საბაჟო დოკუმენტები და სხვ.)
  6. ჩვენ თავად მიგვაქვს ნერგები სატრანსპორტო საშუალებამდე და ვაგზავნით დანიშნულების ადგილამდე.
  7. ჩვენი სატვირთო მანქანა მოიტანს ნერგებს თქვენს მისამართზე.

მოგვწერეთ ნერგების ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

შეავსეთ მოკლე ფორმა და ჩვენ გამოგიგზავნით ოფიციალურ ხარჯთაღრიცხვას