ფიტოსანიტარული სერტიფიკატები
ჩვენს ნერგებს მოყვება შესაბამისი ფიტოსანიტარული სერტიფიკატები, რომელთა შემოწმება ხდება რეგულარულად ჩვენი ინჟინრების მიერ, რათა მუდმივად შემოგთავაზოთ საუკეთესო ხარისხი.
ჩანდლერი ჩვენი ყველაზე პოპულარული კაკლის ხის ჯიშია. ეს არის კაკლის ხის ამერიკული სახეობა, რომელიც პირველად კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოიყვანეს. ჩანდლერი ცნობილია თავისი ძალიან მაღალი მოსავლიანობის ინდექსით. ამ სახეობის კაკლის ხის გაშენება შესაძლებელია ევროპისა და აზიის მრავალ რეგიონში. დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ, რათა უფრო მეტი შეიტყოთ ჩანდლერის სახეობის შესახებ.
ჩანდლერის კაკლის ჯიშის შესახებსაუკეთესო დრო კაკლის ნერგების დასარგავად არის შემოდგომაზე, განსაკუთრებით ნოემბერში. ნერგების დარგვა შესაძლებელია ასევე გაზაფხულის სეზონზე, მარტში. ჩვენი რეკომენდაციაა, ნერგების დარგვა მარტსა და აპრილში, რადგან კარგ ამინდში ბევრად მარტივია შესაბამისი ნიადაგის მომზადება კაკლის ნერგების დასარგავად. დარგვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 აპრილისა, მანამ სანამ საკმარისზე მეტად დათბება.
შემდეგი სეზონისთვის ჩვენი გაყიდვები იწყება 2020 წლის მარტი. იმისათვის, რომ დროულად მიიღოთ თქვენი ნერგები, გირჩევთ, გააფორმოთ შეკვეთა დარგვისთვის თქვენ მიერ შერჩეულ დრომდე მინიმუმ სამი კვირით ადრე.
უოლთრი არის კაკლის ხეების წამყვანი სანერგე-სასათბურე მეურნეობა ევროპასა და აზიაში. ჩვენ მოგვყავს უმაღლესი ხარისხის კაკლის ნერგები, რომლის ექსპორტსაც
ვახორციელებთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. ჩვენი ძირითადი პროდუქცია ჩანდლერისა და ფერნორის ჯიშის კაკლის ხეებია.
ჩვენი სასათბურე მეურნეობა მდებარეობს თურქეთის ქალაქ ბანდირმაში. აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულნი ვართ 1992 წლიდან და ვსპეციალიზდებით ახალგაზრდა, ნამყენი კაკლის ჯიშების გამოყვანაში. 1992 წელს ჩვენმა მეურნეობამ საქმიანობა დაიწყო კაკლის ხის თურქული ჯიშების, სებინისა და ბილეჩიკის, წარმოებით. 2005 წლიდან კი დავიწყეთ უმაღლესი ხარისხის ამერიკული და ფრანგული სახეობების, ჩანდლერისა და ფერნორის, დამყნობა. ამ სახეობების მყნობა ხდება კარგად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე ძლიერი, თავსებადი ჯიშის კაკლის ხის ნერგებზე. ამისთვის ვიყენებთ კაკლის სახეობის Juglans Regia-ს ახალგაზრდა ნერგებს (კაკლის ეს სახეობა ინგლისური კაკლის სახელითაა ცნობილი).
ჩვენ, მრავალი წელია, დაუღალავად ვშრომობთ უმაღლესი ხარისხის სახეობების გამოსაყვანად. შედეგად დღესდღეობით ჩვენ ვართ კაკლის ნერგების წამყვანი სასათბურე მეურნეობა თურქეთსა და რეგიონში. ყოველწლიურად ჩვენი მეურნეობა აწარმოებს 150 000-ზე მეტ კაკლის ნერგს, რომელიც გასაყიდად გაგვაქვს ნოემბრიდან მომდევნო წლის აპრილის ჩათვლით. ჩვენი კაკლის შიშველფესვიანი ნერგების 80% ექსპორტზე გაგვაქვს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. ქვეყნები, სადაც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს, არის საქართველო, სერბეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იტალია, პორტუგალია, კოსოვო, სომხეთი, ინდოეთი და მრავალი სხვ.
უოლთრის მეურნეობა აერთიანებს 32 წლიან გამოცდილებას და მუდმივად განახლებად ცოდნას ჩვენი საქმიანობას შესახებ. ჩვენ ვმონაწილეობთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა არ ჩამოვრჩეთ კაკლის მოშენების პროცესში განვითარებულ ბოლო სიახლეებს. ამ გზით, ჩვენ მუდმივად გვაქვს უახლესი და ზუსტი ინფორმაცია კაკლის წარმოებისა და ზრდის პრაქტიკების შესახებ. ამ ინფორმაციას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა მათ მიიღონ მაქსიმალური მოსავალი თავიანთი მეურნეობებიდან და გაზარდონ მათი ინვესტიციის შედეგად მიღებული სარგებელი.
ჩვენ ვმონაწილეობდით სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ 84-ე საერთაშორისო ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში წამყვანი სპეციალისტების შეკრების ადგილია. შევხვდით სერბეთის სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კაკლის ხეების შესახებ მეურნეობაში ჩართულ ადამიანებთან და ინვესტორებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები მთელი ევროპიდან, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი სათბურისთვის განკუთვნილი გამოფენის მიმართ. ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა, ნებოჯსამ და ნენადმა, ინფორმაცია გაცვალეს და გამოცდილება გაუზიარეს გამოფენის სტუმრებს. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გამონახა შესაძლებლობა და ესტუმრა ჩვენს ჯიხურს.
შეავსეთ ჩვენი ფორმა და მიიღეთ ინფორმაცია ფასების შესახებ 24 საათში.